top of page

კარის ღიობები და მათი მომზადების ეტაპები – რას უნდა მივაქციოთყურადღება?

  • Jun 13, 2024
  • 1 min read

Updated: Dec 6, 2024


ree


კარის ღიობების მომზადება არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს კარის მონტაჟის ხარისხსა და ინტერიერისესთეტიკას. ამ პროცესში ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რათათავიდან ავიცილოთ შეცდომები და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს

 

კარის დიზაინისა და ზომების მნიშვნელობა

არსებობს კარის ისეთი დიზაინები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულზომებსა და სიზუსტეს, რათა ინტერიერში ესთეტიკურად გამოიყურებოდნენ. მაგალითად, სამგულიანი ფორმის კლასიკური კარი, რომელსაც შუა გულიმრგვალი აქვს, ყველაზე ხშირად საჭიროებს 90 სმ სიგანეს. ასევე, უმჯობესია, რომ სხვა კარების სიგანეც ამავე ზომის იყოს, რათა ინტერიერი ჰარმონიული დავიზუალურად გამართული იყოს. სიმაღლე სასურველია შეადგენდეს 240 სმ-ს,რადგან ეს ზომა განსაკუთრებულად ხაზს უსვამს კარის სიმტკიცეს და კლასიკურსილამაზეს.

ასეთ დეტალებზე წინასწარ ზრუნვა არამარტო ინარჩუნებს ინტერიერისესთეტიკას, არამედ უზრუნველყოფს კარის პრაქტიკულობასაც. ჩვენი ინჟინრებიმზად არიან გაგიწიონ კონსულტაციები, დაგეხმარონ ზომების შერჩევაში დამოგაწოდონ რეკომენდაციები, რათა თქვენი ინტერიერი იყოს სრულყოფილი.

 

კარის ტიპისა და გაღების მიმართულების გათვალისწინება

კარის ღიობის მომზადება დიდწილად დამოკიდებულია შერჩეული კარისტიპზე და კარის გაღების მიმართულებაზე. ეს პირდაპირ კავშირშია იატაკისგადაბმებთან კარის ღიობში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინჟინრებივიზიტის დროს ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რომელი ტიპის კარი უნდადამონტაჟდეს, რათა სწორი კონსულტაციები გავწიოთ და თავიდან ავიცილოთპრობლემები.

 

 

 

პანელური კარები და პანელებში ჩასმული კარები

პანელური კარები ან კარები, რომლებიც ჩასმულია პანელებში, საჭიროებსმაქსიმალურად სწორ კედლებსა და იატაკს. ასეთი კარის შემთხვევაშინებისმიერი უზუსტობა კედლებსა და იატაკში გავლენას ახდენს კარისესთეტიკაზე და ფუნქციონალურობაზე. ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ყველადეტალის გათვალისწინებაში, რომ საბოლოო შედეგი იყოს იდეალური.

 

 

ჭერამდე კარი – განსაკუთრებული სირთულეები

ჭერამდე კარის მონტაჟი ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია, რადგანთითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგადად, ასეთი კარისთვის ზომებისაღება უმჯობესია მოხდეს მას შემდეგ, როცა ჭერი და იატაკი უკვე გაკეთებულია. თუმცა, ვიზიტი და გეგმარება უნდა განხორციელდეს იატაკისა და ჭერისდასრულებამდე, რათა ჩვენი ინჟინრები დაგეხმარონ ყველა დეტალის სწორადდაგეგმვაში.

 

 

დაგეგმარების დროულობა და კარის დამზადების ვადები

კარის დამზადებას სჭირდება დრო, ამიტომ შეკვეთა სასურველია გააკეთოთმინიმუმ 45 დღით ადრე. ასევე, კარის ღიობების სწორად გამოყვანის მიზნით, კონსულტაციები უნდა მიიღოთ მინიმუმ 60 დღით ადრე. ეს უზრუნველყოფსყველა სარემონტო სამუშაოს დროულად და სწორად დაგეგმვას.

 

 

სამერი ჯგუფის სერვისები

ჩვენი ინჟინრები ადგილზე ვიზიტისას:

 შეამოწმებენ ღიობების მდგომარეობას და მოგაწვდიან რეკომენდაციებს.

 დაგეხმარებიან ღიობების ზომების, კარის დიზაინისა და მიმართულებისსწორად შერჩევაში.

 მოამზადებენ გეგმარებას, რათა თქვენი ინტერიერი იყოს უნაკლო.

მარტივად დაგეგმილი და პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოებითქვენი ინტერიერის ესთეტიკურობას და კარის ფუნქციონალურობასუზრუნველყოფს.სამერი ჯგუფი მუდამ მზად არის, თქვენი სურვილები ხარისხიანად დადროულად განახორციელოს!

 
 

dagvikavSirdiT

თუ გსურთ თქვენს სახლში შემქნათ გამორჩეული ინეტიერი დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით 

bottom of page